თეგებით ძიება

ჰოლივუდში წყალქვეშა ნავ "ტიტანის" ჩაძირვის შესახებ ფილმს გადაიღებენ

ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად ჩასული წყალქვეშა ნავი ტიტანი 2023 წლის 18 ივნისს გაუჩინარდა. ის კერძო კომპანია OceanGat-ის მიერ იყო დაპროექტებული და აწყობილი, ბორტზე 5 ადამიანი, მათ შორის ნავის დამპროექტებელი იმყოფებოდა. 22 ივნისს წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები იპოვეს, მაშველების თქმით ნავის კორპუსმა წნევას ვერ გაუძლო და ხუთივე მგზავრი მყისიერად დაიღუპა.

ჰოლივუდის ფილმში ნაჩვენები იქნება მზადების პერიოდი, თავად ტრაგედია და კატასტროფის შემდგომი შედეგები. 

მომავალ ფილმზე კინოკომპანია MindRiot იმუშავებს. პ

"ჩვენი ფილმი არა მხოლოდ პატივს მიაგებს დაღუპულებს და მათ ოჯახებს, არამედ იმ მაკროეკონომიკური პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრებს, რომელმაც ეს კატასტროფა გამოიწვია". – ამბობს MindRiot-ის წარმომადგენელი.

ტრაგედიის შემდეგ მედიაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ტიტანის ხანმოკლე მოგზაურობის შესახებ ფილმის გადაღებას ჯეიმს კამერონი აპირებდა, თუმცა რეჟისორმა ინფორმაცია არ დაადასტურა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა