თეგებით ძიება

შემთხვევა კიევში - პირდაპირ ეთერში და-ძმა 24-ე სართულიდან გადმოხტა (ვიდეო)

კიევში, 2005 და 2006 წელს დაბადებული და-ძმა საცხოვრებელი კორპუსის 24-ე სართულიდან გადმოხტა და აივნიდან გადახტომა პირდაპირ ეთერში გადაიღო. ინფორმაციას odishinews.ge ავრცელებს.

სუიციდამდე ისინი თავიანთ გამომწერებს დაემშვიდობნენ, ხოლო რამდენიმე წუთით ადრე გადაიღეს მოკლე ვიდეო, სადაც საწოლში ერთად წვანან, რომელიც ასე დაასათაურეს: “მზადება სუიციდისთვის”. 

ტრაგიკული შემთხვევის დროს და-ძმა სახლში მარტო იყო. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, მათ ერთმანეთი უყვარდათ, რის გამოც ერთობლივი სუიციდი გადაწყვიტეს. 

ტელერადიოკომპანია ოდიში ვებ-გვერდზე და ფეისბუქზე არ აქვეყნებს სუიციდის ამსახველ ვიდეოს, რომელიც ახლაც ხელმისაწვდომია რამდენიმე ტელეგრამ-არხზე, ხოლო პირდაპირი ეთერიდან ამოჭრილი მოკლე რგოლი, რომელიც სუიციდამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული, ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენს ტელეგრამ-არხზე.  

შემთხვევა კიევში, დნიპროს რაიონში, ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. 

ვიდეო ნახეთ აქ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა