თეგებით ძიება

ძლიერი წვიმის შემდეგ ოზურგეთი ისევ დაიტბორა (ვიდეო)

ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქი ოზურგეთი ისევ დაიტბორა. მოვარდნილმა წყალმა ქალაქში აყარა ქვაფენილები, დააზიანა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ცენტრალურ ბაზარში მოვაჭრეებს პროდუქცია გაუნადგურდათ.

ოზურგეთის მერიის ცნობით, უწყება საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მერიაში ამბობენ, რომ მობილიზებულია ყველა სამსახური.

"ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 511 240 040", - წერია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა