თეგებით ძიება

თბილისის ნაწილს, მცხეთას, ნატახტარსა და წიწამურს ხვალ წყალი 24 საათით შეუწყდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, ხვალ, 4 ოქტომბერს, კომპანია სოფელ დიღომში, კვირაცხოვლისა და როსტევანის ქუჩების კვეთაზე არსებულ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

GWP ამბობს, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 04 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან, 05 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: 

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ნუცუბიძის I-IV მიკრო რაიონებს, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ბანძელაძის, ჟღენტის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, გამრეკელის, თავხელიძის, პიკასოს, ნადირაძის, სანდრო ეულის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს. ზემო ვეძისის დასახლების, ჯებაშვილის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების ნაწილს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის ქუცების ნაწილს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს, მაჭავარიანის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, გელოვანის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს; ფარნავაზისა და პეტრიწის ქუჩების ნაწილს.

სოფელ დიღომში:

ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალეს, ხანძთელის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს და დიღომი 7

დიდუბის რაიონში:

დიღმის მასივის I კვარტალის ნაწილს

ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს

Ზაჰესში:

წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის და ზინკარის ქუჩებს

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა