ოქტომბრის მძიმე დღეები – რამდენიმე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი გველოდება?
2023 წლის ოქტომბერში გეომაგნიტური სიტუაცია უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე სექტემბერში, თუმცა ექსპერტების წინასწარი პროგნოზით, ორი ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი და საშუალო და სუსტი სიმძლავრის რამდენიმე აფეთქება მაინც გველოდება.
როდის იქნება მაგნიტური შტორმები ოქტომბერში? – გთავაზობთ ინფორმაციას Meteoagent-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
რა არის მაგნიტური ქარიშხალი.
მაგნიტური ანუ მზის ქარიშხალი არის ენერგიის გამოფრქვევა, რომელიც მზისგან მოდის. სხვადასხვა სიმძლავრის აფეთქებები მზის მასის ამოფრქვევისა და აფეთქების სახით ხდება, რის შედეგადაც ენერგია ყველა მიმართულებით იფანტება, მათ შორის, დედამიწაზეც.
გამოტყორცნები ენერგიის სახით დამუხტული ნაწილაკებისგან (პროტონები და ელექტრონები) წარმოიქმნება, რომლებიც სივრცეში ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობენ და როდესაც დედამიწის მაგნიტოსფეროს ეჯახებიან, გეომაგნიტურ აქტივობას იწვევენ.
ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან მათი შეჯახების შედეგები შეიძლება განსხვავებული იყოს – პოლარული ნათება, თანამგზავრების, რადიოკავშირების, ელექტროქსელების, GPS-ის, მობილური კომუნიკაციების მუშაობის დარღვევა და მრავალი ადამიანის გუნება-განწყობილების გაუარესება.
შტორმები ერთმანეთისგან განსხვავდება მათი სიმძლავრის მიხედვით: K-ინდექსი (K-INDEX) 5-ზე მაღლა – არის ძალიან ძლიერი ქარიშხალი, K-ინდექს 4-დან K-ინდექს 5-მდე – საშუალო შტორმი, ხოლო K-ინდექს 4-ის ქვემოთ არის სუსტი შტორმები.
როდის გველოდება მაგნიტური ქარიშხალი მიმდინარე წლის ოქტომბერში?
სატელიტური სისტემების – NOAA-ს, TESIS-ის და მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საერთაშორისო მეტეოროლოგიური ლაბორატორიების მონაცემებით, მაგნიტური შტორმები შემდეგ თარიღებშია მოსალოდნელი:
1-2 ოქტომბერი – საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი
5 ოქტომბერი – ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი (K-INDEX 5)
13-15 ოქტომბერი – სუსტი მაგნიტური შტორმები
22 ოქტომბერი – ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი (K-INDEX 5)
23-26 ოქტომბერი – სუსტი მაგნიტური შტორმები
29-30 ოქტომბერი – საშუალო სიმძლავრის მაგნიტური ქარიშხალი
მაგნიტური ქარიშხლების გავლენა ადამიანებზე
არსებობს მრავალი განსხვავებული კვლევა, სადაც მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ადასტურებენ, რომ არსებობს კავშირი ადამიანების გუნება-განწყობილების გაუარესებასა და მაგნიტურ შტორმებს შორის.
ქარიშხალი უდიდეს საფრთხეს უქმნის ასტრონავტებს, რადგან ისინი დედამიწის ატმოსფეროს დამცავი ფარის გარეთ არიან. მათ მაღალი დონის რადიაციის ზემოქმედება ემუქრებათ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კიბოს განვითარების რისკს.
და მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი ადამიანზე მაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენის შესახებ, სწორედ ასეთ დღეებში ადამიანები უფრო ხშირად უჩივიან ისეთ ნიშნებს, როგორიცაა:
თავის ტკივილი;
ძილად მივარდნა და უძილობა;
ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება;
ძალების გამოცლა;
კონცენტრაციის დაქვეითება;
ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები (გაძლიერებული შფოთვა, დეპრესია, გაღიზიანება).
მაგნიტური ქარიშხლის დღეებში იზრდება თერაპევტებისა და კარდიოლოგების გამოძახებების რაოდენობა.
რას გვირჩევენ ექიმები, ჩვეულებრივ:
დაიცავით ძილის გრაფიკი (მინიმუმ 7-9 საათი დღეში);
დაიცავით დღის ნორმალური რეჟიმი;
სრულფასოვნად იკვებეთ და დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი;
ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
შეამცირეთ ფიზიკური და ფსიქოემოციური დატვირთვები;
თუ თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდება ან ქრონიკული დაავადებები გამწვავდება, მიმართეთ ოჯახის ექიმს.
წყარო: nostal.ge