სლოვაკეთმა რუსეთი საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა და მას პროტესტი გამოუცხადა მოსკოვის მიერ სლოვაკეთის არჩევნებში ჩარევის დაუშვებლობის გამო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ელჩის დაბარებას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის სერგეი ნარიშკინის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ აშშ-მა სლოვაკეთის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევა გააძლიერა.
სამინისტროში დაგმეს რუსეთის დაზვერვის ეს ყალბი განცხადება, რომელიც, დიპლომატების თქმით, სლოვაკეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თავისუფლებისა და დემოკრატიულობის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს. „ეს განზრახ გავრცელებული დეზინფორმაცია სლოვაკეთის არჩევნებში რუსეთის ფედერაციის ჩარევის დაუშვებელი ფაქტია“, - განაცხადეს ბრატისლავაში.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა სლოვაკეთში რუსეთში საელჩო. „კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს სლოვაკეთის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით“, - განაცხადეს რუსეთის საელჩოში ბრატისლავაში.
სლოვაკეთში ჩატარებულ არჩევნებზე პარტიამ „მიმართულება - სოციალური დემოკრატია“ გაიმარჯვა. მას სათავეში სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უდგას სათავეში, ფიცომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის პირობა დადო. „სოციალურმა დემოკრატიამ“ არჩევნებზე 22,94% მიიღო.