„ერთი საათი ვიყავით და ერთი სიტყვა ქართული არ მომისმენია, ლაპარაკობდნენ რუსულად და ინგლისურად, მითხრეს ქართული სულ არ გვჭირდება და რატომ უნდა ვისწავლოთო“
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თენგო კაპანაძე ჯგუფში „ქალაქის პრობლემები“ წერს:
„გუშინ პაკისტანელი ტურისტები მყავდა სიღნაღში ღვინის მარანში წაყვანილი, მე იქ ღვინით სავსე ქვევრები არ მინახავს, არც ქართული ადათი და წესი არც ღვინის კულტურა, ქართველებს გაქირავებული აქვთ უცხოელებზე და საქართველოში კერძოდ კახეთში უცხოელი გვასწავლის როგორ უნდა გამოვხადოთ არაყი და როგორ უნდა დავადუღოთ ღვინო, მაგიდაზე მოიტანეს წვრილად დაჭრილი პური, წყალგარეული თაფლი, ასი გრამი ყველი ოთხნაირი ბოთლში ნარჩენი ღვინო, შემდეგ დაათვალიერებინეს მარანი რაშიც 500 ლარი აიღეს, ტურისტების ნაკლებობასაც არ უჩიოდნენ, შე ოჯახაშენებულო ქართველო, შენზე უკეთესად ვინ იცის ღვინის დაყენება და ჭაჭის გამოხდა, რატომ უგდებთ ხელში მამაპაპის ტრადიციებს სხვას, მოქირავნე შენც გიხდის და თვითონაც რჩება, შენ გაწყენდა? ერთი საათი ვიყავით და ერთი სიტყვა ქართული არ მომისმენია, ლაპარაკობდნენ რუსულად და ინგლისურად, რომ ვიკითხე მითხრეს ქართული სულ არ გვჭირდება და რატომ უნდა ვისწავლოთო, ასე ნელ ნელა ვკარგავთ საუკუნეების მოტანილს, ომით, შრომით, ოფლით შექმნილს და მერე გვიკვირს რატომ ვენარცხებით მიწაზე იმ ტოტიდან რომელსაც ჩვენი ხელითვე ვჭრით“.