"საშინელება მოხდა... 22 წლის გოგო და 35 წლის კაცია დაღუპული“ - ყვარელში მომხდარი შემზარავი ავარიის დეტალები
ყვარელში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ქალაქის ცენტრიდან მოძრავი „ტოიოტა პრიუსის” მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა.
ადგილობრივების თქმით, დაღუპულია 22 წლის გოგო და 35 წლის მამაკაცი.
"22 წლის გოგონას დედა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გარე ვაჭრობით იყო დაკავებული და ოჯახს ისე არჩენდა. დედამისი გურჯაანიდან არის ყვარელში გამოთხოვილი, ძალიან მშრომელი ქალია. ქმარი გასულ წელს გარდაეცვალა და ორი ქალიშვილი ჰყავდა. ძალიან ბევრს შრომობდნენ. ბიჭი სხვა რეგიონიდან იყო ჩამოსული, ვაჭრობაში ეხმარებოდათ. შეძრულები ვართ, ეს რა მძიმე ამბავია", - ამბობს ერთ- რთი ადგილობრივი.