„პრეზიდენტი არ არის ვალდებული სასამართლოში მივიდეს... ის „ხელშეუვალია“ - თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
„ორი სიტყვა დღევანდელ სასამართლოზე:
1. პრეზიდენტი არ არის ვალდებული სასამართლოში მივიდეს; არაფერი მას არ ავალდებულებს, კონსტიტუციური ჩანაწერით, ის "ხელშეუვალია", ანუ იძულებით ვერ მიიყვანენ სასამართლოში; რა თქმა უნდა შეუძლია მივიდეს, მაგრამ მხოლოდ თუ თავად ასე თვლის საჭიროდ;
2. ვიცი, რომ კაბახიძე ყველაფერს იკადრებს ამ იმპიჩმენტისთვის, ვინაიდან ამ მომენტისთვის სრული გარანტია აქვს, რომ სწორედ ის იქნება ახალი პრეზიდენტი, ამიტომ მორიგ ჯერზე გაგვაკვირვებს ოცნება ამ პროცესში;
3. ველოდები განსხვავებულ აზრებს, იმედი მაქვს ასეთ(ებ)ი აუცილებლად დაიწერება. იმედი მაქვს - ების, და არა მხოლოდ ერთი მოსაზრების;
4. დიდი გოგო ვარ და არ მაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო გაუძლებს ზეწოლას, მაგრამ მაინც ველოდები განსხვავებულ აზრებს.
5. და კიდევ, პარლამენტში კენჭისყრა ღიაა და ამ სისულელეზე ნუ წამოეგებით ხოლმე.
PS. პასუხი კითხვის ავტორებს დაარღვია თუ არა კონსტიტუცია?
ზუსტად იმ დღეს, იმ საათზე პრეზიდენტ მაკრონს ან შტაინმაიერის რომ დარეკა მაშინ როგორ იქნებოდა ამბავი?
თუ რამე დავა უნდა დაეწყო ოცნებას კომპეტენციების გამიჯვნაზე უნდა ედავა!
კომპეტენციების დაზუსტება-გამიჯვნა-განსაზღვრაზე!!!
ასე იქცევიან დიდი გოგოები და ბიჭები!!!“ - წერს ხიდაშელი.