თეგებით ძიება

ომს არ ვაპირებთ, საქართველო მშვიდობით დაიბრუნებს თავის ხალხს და თავის ტერიტორიებს - მამუკა მდინარაძე

"ომს არ ვაპირებთ. იმდენად უნდა დავნერგოთ ე.წ. ტრენდი, სამშვიდობო ტრენდი, შერიგების, მშვიდობიანი განვითარების ტრენდი, რომ მომავალმა ხელისუფლებებმაც სხვანაირად ვერ და არ ილაპარაკონ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს იქნება მთავარი გზავნილი ყოველთვის ჩვენი აფხაზი და ოსი დების და ძმების მიმართ, რომ საქართველო მშვიდობით დაიბრუნებს თავის ხალხს, თავის ტერიტორიებს და მშვიდობით გავერთიანდებით, მშვიდობით ვაპატიებთ ერთმანეთს იმას, რაც საპატიებელია წარსულიდან. მაგრამ ყოველგვარი პროვოკაცია, თუ ოკუპანტი ქვეყნიდან და თუ ქართული რადიკალური, მავნებლური ოპოზიციიდან წამოვა, ამასაც პასუხს გავცემთ და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით კონკრეტულ რეაგირებას ყოველთვის მოვახდენთ“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა