ცნობილია, ვინ იყვნენ ყვარელში მომხდარი ავარიის დროს დაღუპულები?
ყვარელში ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა წუხელ ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.
გარდაცვლილები 22 წლის დაკო აბრამიშვილი და 34 წლის ბექა ძირკვაძე იყვნენ.
თვითმხილველების თქმით, ქალაქის ცენტრიდან მოძრავი „ტოიოტა პრიუსის” მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხესთან შეჯახების შემდეგ ამობრუნდა.
შედეგად, მოულოდნელად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.
22 წლის გოგოს და 35 წლამდე კაცის ავტომობილიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.