მსოფლიოს შოკოლადის გლობალური დეფიციტი ემუქრება - Bloomberg
მსოფლიოს კაკაოს მარცვლების მორიგი დეფიციტი ელოდება. შესაბამისად, შოკოლადის ფასიც გაძვირდება. ამის შესახებ Bloomberg წერს.
როგორც მედია იუწყება, 2022 წლის განმავლობაში კაკაოს ფასები დაახლოებით 47%-ით გაიზარდა. ეს კი კოტ-დ'ივუარსა და განაში მდებარე კაკაოს ნათესებში დაავადების გავრცელებამ და ცუდმა ამინდებმა განაპირობა, სადაც მსოფლიოს კაკაოს მარაგის ორ მესამედს აწარმოებენ. ასევე შეფერხდა აფრიკაში მისი წარმოება, რისი მიზეზიც სასუქებისა და პესტიციდების დეფიციტი და მაღალი ხარჯებია.
სააგენტოს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები თბილი სეზონური ზედაპირული დინების - ელ-ნინიოს ფენომენის გამო, კაკაოს მარცვლების გლობალურ დეფიციტს ელიან.
„ამჟამინდელი ვითარება შედარებით მძიმეა, თუ პერსპექტივაში დრამატული გაუმჯობესება არ მოხდება. ფასის შემდგომმა ზრდამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მოხმარებაზე. შოკოლადი ფუფუნების პროდუქტია, ამიტომ ის ყოველთვის არ არის ელასტიკური ფასსა და მოთხოვნასთან კორელაციაში, მაგრამ უფრო მაღალი ფასები საბოლოოდ ნიშნავს ნაკლებ მომხმარებელს“, - განაცხადა დარენ სტეტცელმა, აზიის რბილი საქონლის ვიცე-პრეზიდენტმა StoneX-ში.