თეგებით ძიება

მადლობა ჩემს წარმომადგენლებს - სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გაიმართა, სადაც პრეზიდენტს პარლამენტის ყოფილი წევრი „ქართული ოცნებიდან“, თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი წარმოადგენენ.

რამდენიმე წუთის წინ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა