თეგებით ძიება
03. 10. 2023 მსოფლიო

ჰანთერ ბაიდენი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილი ჰანთერ ბაიდენი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჰანთერ ბაიდენს ბრალი ედებოდა იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებაზე, ხოლო, აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია. ამასთან, გამოძიების ვერსიით, 2018 წელს კოლტის ტიპის რევოლვერის ყიდვისას, ჰანთერ ბაიდენმა ოფიციალურ დოკუმენტებში იცრუა, რომ ნარკოტიკებს აღარ მოიხმარდა.

აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილი სისხლის სამართლის დანაშაულში იყო ბრალდებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა