თეგებით ძიება

ფულს სძალავენ ფეიქ პროფილები.. ბიჭებო, უფრთხილდით ინტერნეტში გაცნობილ “გოგოებს” - ბაია პატარაია მამაკაცებს აფრთხილებს

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საფარი • Sapari კაცების უფლებებსაც იცავს - ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია მამაკაცებს აფრთხილებს: 

ბიჭებო, უფრთხილდით ინტერნეტში გაცნობილ “გოგოებს”, რომლებიც ვითომ საკუთარ ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან და თქვენც იგივეს გთხოვენ. უკვე არაერთი შემთხვევა დაგვიფიქსირდა, რომ ბიჭებს ფულს სძალავენ ფეიქ პროფილები, რომელთა იდენტიფიცირება რთულია და ხშირად საზღვარგარეთ გადის კვალი. 

მოკლედ, ნუ გაუგზავნით ისეთ ინტიმური შინაარსის ვიდეოს უცხო პირს, სადაც თქვენი სახეც ჩანს. და თუ მაინც ასეთი ამბავი შეგემთხვათ, ფულს მაინც ნუღარ მიახარჯავთ ზედ. 

კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ და ჩივილს თუ დააპირეთ, დაგაკვალიანებთ კიდეც. 

პ.ს. ამ პოსტის შთაგონება ჩვენი იურისტი ცირასაგან მოდის. Tsira J. G. Erny მალე ფრთებიც ამოგივა :))))))

პ.პ.ს. ხუმრობა იქეთ იყოს და, ახალგაზრდა კაცებთან კარგა ხანია ვმუშაობთ და კიდე უფრო მაგარი რაღაცეების გაკეთებას ვაპირებთ ბიჭებისათვის ❤️ ამიტომ ეგრეც არაა რააა… _ წერს ბაია პატარაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა