ყვარელში ყოფილმა პოლიციელმა კაცი მოკლა
ყვარელში მკვლელობა მოხდა. ყოფილმა პოლიციელმა 47 წლის კაცს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მიღებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ჭიკაანში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი და სავარაუდო დამნაშავე სოფლის მიმდებარედ ქეიფობდნენ, რა დროსაც სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ფაქტის დროს დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.