თეგებით ძიება

"ეკლესიის ეზოში ქეიფობდნენ თურმე და იქ მოუვიდათ უთანხმოება" - ვინ არის ყოფილი პოლიციელის მიერ მოკლული კაცი?

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭი­კა­ან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ყო­ფილ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 1976 წელს და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლო­ბის საქ­მეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლი.

გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ელი თე­მურ ოთი­ნაშ­ვი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლია 47 წლის მა­მა­კა­ცი გელა გუჩ­მა­ზაშ­ვი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სოფ­ლის ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში გაშ­ლილ სუფ­რა­ზე რამ­დე­ნი­მე შე­ზარ­ხო­შე­ბულ პირს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო, რა­საც ჩხუ­ბი და შემ­დეგ მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

"რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში ქე­ი­ფობ­დნენ თუ­რემ და იქ მო­უ­ვი­დათ უთან­ხმო­ე­ბა, მერე იქი­დან წა­სუ­ლან... ია­რა­ღი­დან უს­ვრია და მო­უკ­ლავს", - ამ­ბობს ერთ-ერთი ჭი­კა­ა­ნე­ლი.

და­პი­რის­პი­რე­ბის დროს და­შავ­და კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, თუმ­ცა მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა