თეგებით ძიება

როგორი სწორი ვყოფილვარ, რუსთაველზე რომ კარვებსა და ლეიბებს ვითხოვდი, არა?! - თაკო ჩარკვიანი

„როგორი სწორი ვყოფილვარ, რუსთაველზე რომ კარვებსა და ლეიბებს ვითხოვდი, არა? თურმე, ხელისუფლებას როგორ ეშინია კარვებისა და ლეიბების, არა?“ - ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს. 

ოპოზიციონერი დეპუტატი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონს „რუსული კანონი 2“-ს უწოდებს. 

„მინდა, ზოგიერთ ოპოზიციონერსაც ვუსაყვედურო. როგორი სწორი ვყოფილვარ, რუსთაველზე რომ კარვებსა და ლეიბებს ვითხოვდი, არა? თურმე, ხელისუფლებას როგორ ეშინია კარვებისა და ლეიბების, არა? იმიტომ, რომ პროტესტი რომ არის და ხან რომ ცივა, ხან რომ ცხელა და კარავს რომ დადგამ, დიახ, იქ ფერადი ლეიბიც გჭირდება, რადგან ქუჩიდან არ გამოხვიდე - როგორც ვარშავაში, დრამატული თეატრის წინ დადეს ფერადი ლეიბები, უხმოდ, ისე, რომ არავის ხმა არ ამოუღია და ღლიცინი არ დაუწყია.

ოპოზიციის ზოგიერთი წევრი, „ქართულ ოცნებაზე“ მეტად რომ ღლიცინებდა - იმიტომ მოვიდა ახლა სამარცხვინო, „რუსული კანონი 2“, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებთ. გული იმაზე მწყდება, რომ ამაზე დროული რეაქცია არ გვაქვს. 21-ე საუკუნეში როგორ მოგდით თავში ასეთი რამეები! სად ხართ საერთოდ სად! სამარცხვინო ამბავია ეს“, - აცხადებს ჩარკვიანი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა