პრეზიდენტს არგუმენტებით 100:0-ს ვუგებთ - ირაკლი ზარქუა
„პრეზიდენტს არგუმენტებით 100:0-ს ვუგებთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.
ირაკლი ზარქუა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს სტატუსთან დაკავშირებით მავნებლობას უწოდებს.
„პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციისა და კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი განცხადებები სტატუსთან დაკავშირებით არის მავნებლობა და მას დაემატა ის, რომ კონსტიტუციასაც არღვევს და პატივს არ სცემს. ეს არის სერიოზული საფუძველი, რომ მას უარი ვუთხრათ. 100:0-ს ვუგებთ პრეზიდენტს არგუმენტებით“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.