104 წლის ქალი თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა
104 წლის ქალი თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
104 წლის დოროთი ჰოფნერი ჩიკაგოდან აცხადებს, რომ "ასაკი მხოლოდ ციფრებია" და იმედი აქვს, რომ გინესის რეკორდსმენი გახდება, როგორც ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც პარაშუტით გადმოხტა.
ჰოფნერი 105 წლის დეკემბერში ხდება. ქალი პარაშუტით პირველად 100 წლის ასაკში გადმოხტა, ახლა კი საჰაერო ბუშტით გასეირნებას გეგმავს.