თეგებით ძიება

აშშ ირანიდან ამოღებულ იარაღს და საბრძოლო მასალას უკრაინას გადასცემს

უკრაინა აშშ-სგან ჩამორთმეულ ირანულ იარაღს და საბრძოლო მასალას მიიღებს - ინფორმაციას „მთავარი რხი“ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ გადასცემს უკრაინას ათასობით ჩამორთმეულ ირანულ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რაც უკრაინელ სამხედროებს დაეხმარება იარაღის დეფიციტის დაძლევაში" - წერს CNN 

გამოცემის ინფორმაციით, ამ დახმარების შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ოფიციალურად შესაძლოა ამ კვირაში განაცხადოს.

ჯერჯერობით უცნობია, რა იურიდიულ უფლებამოსილებებს გამოიყენებს აშშ იარაღის გადასაცემად, რადგან გაეროს წესდება ჩამორთმეული იარაღის განადგურებას, ან შენახვას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა