თეგებით ძიება

„ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ექიმები არ გვაიმედებენ..." - რას წერს მაკა რაზმაძე ინგა ფერაძეზე

მომღერალი ინგა ფერაძე, რომელიც წლებია, ემიგ­რა­ცი­ა­ში, ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში ცხოვ­რობს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, კლინიკაში მოხვდა. ამის შესახებ ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ცოტა ხნის წინ გიყვებოდით ინგა ფერაძესთან დაკავშირებით,რომ მზადდებოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა,იგეგმებოდა კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა.ამ თემაზე იყო მოლაპარაკებები გარკვეულ ინსტანციებთან და ინგას პასპორტიც  მზადაა და სხვა დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ.სამწუხაროდ ბოლო მომენტში ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა ის საავადმყოფოშია მოთავსებული.მქონდა საშუალება მასთან საუბრის,თუმცა მეტყველება უჭირს და მდგომარეობაც უკეთესობისკენ არ მიდის:(( არ ვიცით როგორ იქნებაო,ექიმები არ გვაიმედებენ...

მე მაინც იმედი მაქვს რომ ინგა გამოჯანმრთელდება და ჩამოვა ❤️

არ ვიცი სხვა რა ვთქვა....მისი შვილი ანუკა  ადგას თავზე და ყველანაირად იბრძვის რომ ინგა გამოჯანმრთელდეს“ - წერს მაკა რაზმაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა