„არანაირი შერიგების შანსი ჩემთან არ აქვს“ - გიორგი ყიფშიძე ენი გასიევაზე
„მეორე ცოლთან 12 წელი ვიცხოვრე, ანი ჩიკვილაძე დამეხმარა ბევრ რამეში და მათ შორის იმაში, რომ ნარკოტიკებისთვის თავი დამენებებინა. მასთან ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე“ – ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ „ნიკოლოზის კითხვებში“ ისაუბრა.
გიორგი ყიფშიძის ენი გასიევასთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ენის მასთან შერიგების არანაირი შანსი არ აქვს“.
„20 წელი იყო ჩვენს შორის სხვაობა და ამ ასაკში ასეთი პასუხიმგებლობების აღება, ალბათ რთულია. ორი წელი, ორი ბავშვი ერთად, ვერ აჰყვა სიტუაციას და წავიდა. ბავშვის დაბანა, ხომ ქალში ინსტინქტის დონეზე მაინც არის. ვერ მიხვდა, რომ ასეთ პრობლემას შეიძლება გადაჰყროდა. მეგონა, რომ იდეალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ ბრმები ვართ ჩვენ კაცები, რა..
საავადმყოფოდან გამოვედი, სპექტაკლი მქონდა. ბავშვები ვის დავუტოვო – მეთქი, ამაზე ვფიქრობდი. კლუბიდან არ მოვიდა, დაავიწყდა.. რა დაგავიწყდა, რომ ბავშვები უნდა დაიტოვო და მე სპექტაკლი მაქვს? სერიოზულად ვერ აღიქვამდა ისეთ რაღაცებს, რომ მივხვდი, ბავშვთან მქონდა საქმე. ავერიდე კონფლიქტებს და ყველაფერს და ვთქვი, რომ ჯობია, ჩაეხსნა.. მას არანაირი შერიგების შანსი ჩემთან არ აქვს“. – ამბობს გიორგი ყიფშიძე.