თეგებით ძიება

ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ევროპაში - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპაში.

მისი აზრით, დასავლეთშიც საკმაოდ დიდია ტრადიციული ღირებულებების მომხრეები.

„ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს ევროპაში. იცით, ჩვენი ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც მიიჩნევს, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები გაქრა ძალიან აგრესიულად იქცევიან, განსაკუთრებით ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავდროულად ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ ძალიან მაღალია. ისინი უბრალოდ ჩუმად არიან და საკუთარ პოზიციას სხვებს თავზე არ ახვევენ“, - აცხადებს პუტინი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა