"ჯერ ჩემთვის ძალიან ძვირფას სიმღერას უმოწყალოდ და ქაჯურად დასცინეს... ბევრჯერ მინდოდა გაქცევა" - რას წერს გურამ შეროზია?
"პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პროექტის პირველ დღესა და გამარჯვებისთვის ბრძოლის დღეებს იხსენებს.
"რა მწარედ მახსოვს პირველი დღე პრაიმ ჰაუსში… ჯერ წარდგენა, სადაც ჩემთვის ძალიან ძვირფას სიმღერას “ყველაზე მეტად”, ასე უმოწყალოდ და ქაჯურად დასცინეს.
მერე სახლისკენ გზაზე: aba icekveet da imxiaruleet - დასჭექა სტაფის წევრმა. აჟღურტულდა ყველა, ძალიან უხერხულად ვიყავი, სად ვარ, ან რა მინდა აქ მეთქი - ჩემს თავს ვუმეორებდი და თან ვამშვიდებდი.
მერე იყო ბევრი ღრიალი, ბევრი გაჩალიჩება, ღვინოებით წუწაობა, საჭმლის არ ჭმევა, ლუკმების თვლა, ჭორაობა, ასი წლის წინანდელი ვიდეოების ამოქექვა და უამრავი ჰეითი.
ბევრჯერ ვიყავი ზღვარზე, ბევრჯერ მინდოდა გაქცევა და ჰოი საოცრებავ, ყველაფერს ისე ვუმკლავდებოდი, რომ ერთხელაც არ დამჭირვებია სახლში წასვლა უდროოდ.
ბევრი ვიშრომე, ბევრი ღამე გავათენე და შედეგიც დადგა. ბინაზე მეტად იმან გამახარა, რომ ხალხი სამართლიანი და შეგნებულია და მეც ამ სოციუმში მიწევს ცხოვრება!
უდიდესი მადლობა ახლაც და სამუდამოდ! არ არსებობს გადაულახავი პრობლემები და შრომას ყოველთვის აქვს აზრი. მადლობა პრაიმ ჰაუსს, რომ დამარწმუნეთ და შემითრიეთ ამ ბობოქარ პროექტში, ახლა ძალიან ბედნიერად მახსენდება ყველაფერი!
ერთი წელი გასულა ამასობაში“, - წერს შეროზია.