„სად არის სალომე? სასამართლოს დარბაზში არაა, აქციაზე არაა, ლაზარესთან არაა, შოვში არაა, არც ევროპაშია დღეს, სადაა? სკამზე?“ - თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:
„სანამ სალომეს იმპიჩმენტით ვერთობით, ჩვენი შვილები კარვების აკრძალვას აპროტესტებენ.
ჩვენი შვილები რუსთაველზე არიან, ჩვენ ფეისბუქში და სალომეს თემით დაკავებულნი.
ეს ის სალომე არაა, მარტის აქციების დროს, თქვენ გვერდით ვარო, რომ დაპირდა ახალგაზრდებს? სად არის?
ახლა სად არის?
ლაზარეს როდის შეიწყალებს?
ამ ცირკის მოწყობას, კობახიძის გახარებას, არ სჯობდა, ეთქვა, კი, ასე მოვიქეცი, რადგან ასე მგონია დღეს ქვეყნისთვის სწორიო?
არ სჯობდა, მისთვისაც არ სჯობდა, ეთქვა, მე, როგორც პოლიტიკოსმა თავი გავწირეო? კი, ტყუილი იქნებოდა, მაგრამ ასე რომ ეთქვა, არ სჯობდა?
იმის მტკიცებას, რომ კონსტიტუცია ხან აქედან უნდა გავიგოთ და ხან იქედან?
იმის მტკიცებას, რომ კონსტიტუცია ცეკვავს?
ამ სისულელის მტკიცებას, არ სჯობდა, ეთქვა, კი, გავაკეთე, ასე დავინახე საჭიროებაო?
კონსტიტუციას კობახიძე დამახევს თავზე, ღარიბაშვილი, თუ კობახიძე, რა მნიშვნელი აქვს? არ მოგვწონს? შევცვალოთ, მაგრამ უი, კონსტიტუცია, თურმე, ცეკვავს, არა რა.
სად არის სალომე?
სასამართლოს დარბაზში არაა, აქციაზე არაა, ლაზარესთან არაა, შოვში არაა, არც ევროპაშია დღეს, სადაა? სკამზე?“ - წერს კეშელავა.