თეგებით ძიება

ცხინვალში 29 წლის მამაკაცი ქუჩაში ჩაცხრილეს

ქალაქ ცხინვალში 29 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა 4 ოქტომბერს საღამოს მოხდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურის განცხადებით, მიმდინარეობს ძებნის ოპერაცია. მოკლულია სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომელი.

"ოსური მაცნეს'' ცნობით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება და სავარაუდო დამნაშავე ყოფილი სიმამრია.

ცხინვალის მედია ამ ვერსიის გასამყარებლად იხსნებს იმ ფაქტს, რომ 29 წლის მამაკაცს კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან, რამდენჯერმე ესროლა მათ სახლს.

მედიის ცნობით, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ახალგაზრდა მამაკაცს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა და სხვა პრევენციული ღონისძიებები არ გაუტარებიათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა