თეგებით ძიება

რას წერს მიხეილ კალანდია პრეზიდენტს? - მსჯავრდებულის ძმა წერილს აქვეყნებს

"მე­გობ­რე­ბო, ჩვენ ერთი წუ­თი­თაც არ შეგ­ვი­წყვე­ტია ბრძლა სი­მარ­თლის­თვის! ვა­სა­ჯა­რო­ებ ჩემი ძმის - მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მარ­თვას პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი", - წერს და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ძმა ლუკა კა­ლა­ნა­დია.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლად:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მე­ზე, და­უ­სა­ბუ­თებ­ლად მსჯავ­რდე­ბუ­ლის, N16 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას გან­ცხა­დე­ბა(შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ).

ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე, მოგ­მარ­თავთ მი­ხე­ილ კა­ლან­დია, 23 წლის მსჯავ­რდე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც, უკვე 4 წელ­ზე მე­ტია სას­ჯელს ვიხ­დი და­ნა­შა­ულ­ზე, რო­მე­ლიც არ ჩა­მი­დე­ნია. ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის კერ­ძო, ელექ­ტო­რატ­ზე გათ­ვლი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ხმა­უ­რი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­უ­გო­ნა­რი უსუ­სუ­რო­ბის გამო, 2017 წლის 1 - ლ დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის გამო, ე/წ ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მე­ზე, "მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ­მა“ ქარ­თულ­მა სა­სა­მარ­თლომ მო­მი­სა­ჯა 11 წელი და 3 თვე. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ოპო­ზი­ცი­ას­თან ერ­თად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა ამ შე­დე­გის და­დე­ბა­ში, რად­გან არ­ცერთ მხა­რეს აღარ აინ­ტე­რე­სებ­და სი­მარ­თლე. ოპო­ზი­ცი­ას იმე­დი გა­უჩ­ნდა მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის, ხოლო მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, ოღონდ რო­გორ­მე ჩა­ეხ­შო ქუ­ჩის იმ­ჟა­მინ­დე­ლი აქ­ცი­ე­ბი, გა­უ­გო­ნა­რი არა­კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბით, ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნა ამ საქ­მის ჩა­სა­ფარ­ცხად. ჩემს მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი საქ­მის ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობ­და რის­კი კი­დევ ერთი, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხმა­უ­რი­სა, ვი­ნა­ი­დან ჩემი რე­ა­ლუ­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა არ აწყობ­და ოპო­ზი­ცი­ას, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აწყობ­და ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი. თა­ნაც მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის იმ­ჟა­მინ­დელ ე/წ კრი­ზის-მე­ნე­ჯერს - გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას უკვე "და­ლა­გე­ბუ­ლი“ ჰქონ­და საქ­მე ყვე­ლას­თან და სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა არც ერთი მხა­რის ინ­ტე­რეს­ში აღარ შე­დი­ო­და...

სწო­რედ ამ მღელ­ვა­რე­ბი­სა და ხმა­უ­რის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად შექ­მნილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ, რომ­ლის წევ­რიც, თავ­და­პირ­ველ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, თქვენც ბრძან­დე­ბო­დით და კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ იმ­თა­ვით­ვე იქ არ­სე­ბუ­ლი წი­ნას­წა­რი გან­წყო­ბა, საღი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის აშ­კა­რა გა­ხა­და ამ კო­მი­სი­ის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რა­დაც არ უნდა დაჯ­დო­მო­და, უნდა "ემ­ხი­ლე­ბი­ნა“ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, ჩემი - მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას (მათი წარ­მოდ­გე­ნით მკვლე­ლის) მფარ­ვე­ლო­ბა­ში, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის გამ­დიდ­რე­ბას ვა­რა­უ­დობ­დნენ.რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, სწო­რედ ამ კო­მი­სი­ამ, მოქ­მე­დებ­და რა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მიზ­ნით, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­თი­თხნა, მო­ი­გო­ნა გა­რე­მო­ე­ბე­ბი ჩემ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ა­მა­ხინ­ჯა და მიჩ­ქმა­ლა ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას.თით­ქმის მთე­ლი პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ო­დი ვიმ­ყო­ფე­ბი N16 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წარ­მო­ად­გენს და­ბა­ლი რის­კის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ამას ხაზს ვუს­ვამ, რად­გან, მინ­და იცო­დეთ, რომ არას­დროს ვყო­ფილ­ვარ კრი­მი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი და არც და­კა­ვე­ბის შემ­დეგ გამ­ჩე­ნია სურ­ვი­ლი შე­მეც­ვა­ლა ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სა­კი­თხის მი­მართ.

სწო­რედ ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ჩემი პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ამ ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა და ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთხელ მქო­ნია დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სახ­დე­ლი და­ნიშ­ნუ­ლი, მაქვს არა­ერ­თი წა­ხა­ლი­სე­ბა. სა­პა­ტიმ­რო­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბით და­ვამ­თავ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და გარ­და ამი­სა, ვარ მე-16 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კლუბ "რა? სად? რო­დის?“ მრა­ვალ­ჯერ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტა­ნი და მი­ღე­ბუ­ლი მაქვს შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. აგ­რეთ­ვე, ვის­წავ­ლე არა­ერ­თი ხე­ლო­ბა და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უდი­დე­სი ხელ­შე­წყო­ბი­თა და ჩემი და ჩემი აქ შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბის უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით, გავ­მარ­თეთ გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა. ორ უცხო ენას, რო­მელ­საც სრულ­ყო­ფი­ლად ვფლობ (ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი), და­ვა­მა­ტე ასე­ვე ფრან­გუ­ლი ენა, რომ­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი შეს­წავ­ლა და­ვი­წყე სა­პა­ტიმ­რო­ში და პირ­ვე­ლი დონე DELF A1 ჩა­ვა­ბა­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, მი­ვი­ღე შე­სა­ბა­მი­სი სერ­თი­ფი­კა­ტი და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვემ­ზა­დე­ბი მე­ო­რე დო­ნის ჩა­სა­ბა­რებ­ლად.

"მსჯავ­რის“ მოხ­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი მაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 7 წელი...

2017 წლის 1-ლ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დებს შო­რის მომ­ხდა­რი უმი­ზე­ზო ჩხუ­ბის გამო დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უდი­დე­სი ტრა­გე­დია, უმ­ძი­მეს მო­რა­ლურ ტვირ­თად გამ­ყვე­ბა ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე, რა­მე­თუ მას შემ­დეგ, რაც და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი მა­ლე­ვე შე­ვა­რი­გეთ და უნდა დავ­შლი­ლი­ყა­ვით (სხვა­თა შო­რის, სა­მე­ცა­დი­ნოდ მაგ­ვი­ან­დე­ბო­და ზო­გა­დი უნა­რე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თან), კონ­ფლიქ­ტის გა­ნახ­ლე­ბა რა­ტომ მოხ­და, დღე­საც გა­მო­ცა­ნაა ჩემ­თვის... მე ჩხუ­ბის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი იძუ­ლე­ბით, რა­მე­თუ სრუ­ლი­ად უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ჩემი მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. სა­ბო­ლო­ოდ, მეც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ სა­ერ­თო უბე­დუ­რე­ბის მსხვერ­პლი გავ­ხდი. ოღონდ გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ მე ვსუნ­თქავ.... თო­რემ წა­მერ­თვა ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა, უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია დარ­ღვე­ულ იქნა ჩემ მი­მართ უამ­რავ­ჯერ, წა­მერ­თვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა, მო­მად­გა უდი­დე­სი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი, ათას­გზის შე­ი­ლა­ხა ჩემი ღირ­სე­ბა, პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან გა­მუდ­მე­ბით ვის­მენ­დი, იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ზარ­დი ბიჭი, რომ მე, "მკვლელ“ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას, იმის ადა­მი­ა­ნო­ბაც კი არ მეყო, რომ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა და­ნა­შა­უ­ლი. და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც მე არ ჩა­მი­დე­ნია და ვერც ვე­რა­სო­დეს ჩა­ვი­დენ­დი ამ უმ­ძი­მეს ცოდ­ვას ჩემი მო­რა­ლურ-ზნე­ობ­რი­ვი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე...

ჩვე­ნი ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ვა­ლა­ლო რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან არა მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წა­მოჭ­რით და მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბის ძი­ე­ბით, არა­მედ უსა­ფუძ­ვლო ხმა­უ­რი­სა და სკან­და­ლე­ბის შექ­მნით, გა­მიზ­ნუ­ლად ამ­ძაფ­რე­ბენ მდგო­მა­რე­ო­ბას, ქმნი­ან მძი­მე ფონს, (ამი­სათ­ვის სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, სხდო­მე­ბის პირ­და­პი­რი ტრანსლი­რე­ბე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა), ხოლო მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა კი ყვე­ლა­ფერ­ზე წავა (ჩემ­ნა­ირ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას უხ­ვა­დაც შე­წი­რავს), ოღონდ არ იყოს ბუნ­ტი და შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­ნამ არ გა­ირ­ღვე­ვა ეს მან­კი­ე­რი წრე, კი­დევ მრავ­ლად იქ­ნე­ბი­ან, ჩემს მსგავ­სად, პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის მსხვერ­პლე­ბი.

თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ!

თქვენ ხელთ გაქვთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა-შე­წყა­ლე­ბა. თქვენ არ ხართ მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში შე­ზღუ­დუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შე­გიძ­ლი­ათ სა­სა­მარ­თლო­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან იმ უმ­სგავ­სო­ბე­ბის აღ­კვე­თა, რო­მე­ლიც, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს მი­მართ ჩა­ი­დი­ნეს. მე არ გთხოვთ შე­წყა­ლე­ბას რო­გორც დამ­ნა­შა­ვე, და ამ და­ნა­შა­უ­ლის მომ­ნა­ნი­ე­ბე­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი. მე გთხოვთ შე­წყა­ლე­ბას, რო­გორც სა­პა­ტიმ­რო­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ გა­მომ­წყვდე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღემ­დე მარ­ტო იბ­რძვის უსა­მარ­თლო სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. მე, მი­უ­ხე­და­ვად არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ზე­წო­ლი­სა და მრა­ვა­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი­სა, არც ერთ ეტაპ­ზე არ მი­ღი­ა­რე­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ "შე­თი­თხნი­ლი“ და­ნა­შა­უ­ლი. ამ ე.წ. "აღი­ა­რე­ბით“ საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ე­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დი მსგავ­სად ამა­ვე საქ­მე­ზე დამ­დგა­რი სხვა ერთ-ერთი გა­ნა­ჩე­ნი­სა, მაგ­რამ მე ეს არ შე­მიძ­ლია - ჩემი პი­როვ­ნუ­ლი პრინ­ცი­პე­ბის გამო, რა­მე­თუ ვთვლი, რომ ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­თვის ბრძო­ლა, ადა­მი­ა­ნის უმ­თავ­რე­სი მის­წრა­ფე­ბა უნდა იყოს. მე წარ­მო­ვად­გენ ჩემი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ბინ­ძურ ინ­ტე­რე­სებს შე­წი­რულ პა­ტი­მარს. გთხოვთ, და­ინ­ტე­რეს­დეთ ჩემი სა­კი­თხით, გა­ი­თა­ვი­სოთ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა და და­მეხ­მა­როთ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში! ამ ეტაპ­ზე, თქვენ ხელ­გე­წი­ფე­ბათ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - აღად­გი­ნოთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა..... გთხოვთ, და­მეხ­მა­რეთ და ამ ჰუ­მა­ნუ­რი აქ­ტით ხელი შე­უ­შა­ლეთ სა­ხელ­მწი­ფოს ამ უმ­სგავ­სო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ში. შე­მი­წყა­ლეთ, რათა მო­ვა­ხერ­ხო და­ვუბ­რუნ­დე სრულ­ფა­სო­ვან ცხოვ­რე­ბას და თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან უფრო ეფექ­ტი­ა­ნად გა­ვაგ­რძე­ლო ბრძო­ლა ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, ამ ეტაპ­ზე უკვე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც ჩემი საქ­მე გან­ხილ­ვის მე­ო­რე ეტაპ­ზეა და იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ჩემი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას შევ­ძლებ სა­პა­ტიმ­რო­ში და­უფ­ლე­ბულ ფრან­გულ ენა­ზე.

პა­ტი­ვის­ცე­მით, მი­ხე­ილ კა­ლან­დია

P.S. მერ­წმუ­ნეთ, გპირ­დე­ბით, რომ გავა არც ისე დიდი პე­რი­ო­დი და თქვენ გა­ი­გებთ, რომ ამ წე­რი­ლის ავ­ტო­რი მარ­თლაც სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა