ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარია
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კორპუსში ხანძარია. ადგილობრივი ტელევიზიის, TV25-ის ცნობით, ცეცხლი მე-12 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა.
შემთხვევის ადგილას მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.