თეგებით ძიება

მოქალაქეთა საყურადღებოდ! დაზიანდა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი - რა ინფორმაცია ვრცელდება?

 ფეისბუქ-გვერდი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️

დაზიანდა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა.  ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, ა(ა)იპ "ხაშურსერვისის" ხელმძღვანელობა.  

მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები. მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ხიდის დროულად აღდგენისთვის.

მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვთ, ისარგებლონ სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი  ალტერნატიული ხიდით - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა