გერმანიამ საქართველოს 50-მდე მოქალაქე გამოაძევა
გერმანიის მიერ დაანონსებული ახალი შეზღუდვები უკვე ძალაშია. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბერლინმა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სწრაფი დეპორტაციის მექანიზმი აამოქმედა. დღეს სამშობლოში ჩაარტერული რეისით საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააბრუნეს. უკეთესი ცხოვრების იმედით გერმანიაში წასული სხვა მოქალაქეებიც ახლა უკვე ყოველ დღე ელოდებიან გამოძევებას. გერმანიაში საპოლიციო რეიდები სისტემატიურად გაგრძელდება.