თეგებით ძიება

აქციის დაშლისას დაზარალებულმა რეპორტიორმა 20 ივნისის საქმეზე შსს-ს სასამართლო მოუგო

2019 წლის 20 ივ­ნისს რუს­თა­ველ­ზე აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას და­შა­ვე­ბულ­მა ეკა აბა­ში­ძემ, რო­მე­ლიც იმ­ჟა­მად სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" რე­პორ­ტი­ო­რი გახ­ლდათ, ამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მო­უ­გო. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს:

"ალ­ბათ გახ­სოვთ, რომ 2019 წლის 20 ივ­ნისს ორი­ვე მკლავ­ში თითო ტყვია მომ­ხვდა. ად­გილ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ჟურ­ნა­ლის­ტის რან­გში - იმ პე­რი­ოდ­ში ვი­ყა­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” რე­პორ­ტი­ო­რი. დღეს ამ შემ­თხვე­ვა­ზე გა­მო­ცხად­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ე­კის­რა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. ჩემს საქ­მე­ზე მე და საია, რო­მე­ლიც ჩემი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლია, ვი­თხოვ­დით 25 000 ლარს (დიდი მად­ლო­ბა მათ გვერ­დში დგო­მის­თვის!).

4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თო­ე­ულ წინ­გა­დად­გმულ ნა­ბიჯს თვე­ე­ბი მიჰ­ქონ­და, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაც შემ­თხვე­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლი­წად­ში მა­ღი­ა­რეს (მად­ლო­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­საც" ამ კად­რის გა­და­ღე­ბის­თვის).

შსს-ს თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი მი­ზე­ზე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­დო, თუმ­ცა რო­გორც იქნა გა­ვე­დით ფი­ნალ­ში.

ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლი მაქვს, რომ ამ “თან­ხის” აღე­ბა­ზე უარი არ ვთქვა - ბოლო-ბოლო, იმას მა­ინც მი­ვაღ­წი­ეთ, რომ “რა­ღა­ცის” lowkey აღი­ა­რე­ბა მოხ­და და ამ ქვე­ყა­ნა­ში პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან სა­უ­ბარს უკვე აღარც ვთვლი ადეკ­ვა­ტუ­რად ჩემი მხრი­დან.

ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ახლა ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლად ის მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ უდი­დე­სი შან­სია, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კვლავ თა­ვად შსს გა­ა­სა­ჩივ­რებს, ისევ აღ­სრუ­ლე­ბის გა­წელ­ვის­თვის.

ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის დროს სა­სა­მარ­თლო­ზე ვთქვი და აქაც დავ­წერ - ბევ­რჯერ მი­ფიქ­რია, რომ კი­დევ გა­დავ­რჩი და მერე და­მი­ფიქ­სი­რე­ბია, რომ ეს პა­რა­დოქ­სია - არა, არ "გა­დავ­რჩე­ნილ­ვარ", უბ­რა­ლოდ, სხვებ­თან შე­და­რე­ბით ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

P.S. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ისე­ვე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საქ­მე­ზე კვლავ ვე­ლით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა