თეგებით ძიება

წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

„6 ოქტომბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ვ.დავითაშვილის ქუჩა N1-თან  წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 7 ოქტომბრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

აეროპორტის დასახლებას; აეროპორტს, ფრანგულიანის ქუჩას, ლილოს 1 მ/რ 9,10,11,12  კორპუსებს, კახეთის გზატ. N75-N99-ის ჩათვლით; ქვემო ალექსევკას; ლოლაძის ქუჩას; იუმაშევის ქუჩას; ნახუცრიშვილის ქუჩას; ლეონტი მროველის ქუჩას; ქიზიყის ქუჩას N27- N45-ის ჩათვლით.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა