ჩხოროწყუს სამ სკოლაში დირექცია გაიფიცა და სასწავლო პროცესი შეწყვეტილია
ჩხოროწყუს სამ სკოლაში დირექცია გაიფიცა და სასწავლო პროცესი შეწყვეტილია - ცნობილი ხდება, რომ ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც სასწავლო დაწესებულებების დირექტორებთან ხელშეკრულებები აღარ გაგრძელდა.
სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დირექტორად იმ ადამიანების დატოვებას ითხოვენ, ვინც ამ პოზიციას აქამდე იკავებდა.
ჯერჯერობით რესურსცენტრს განცხადება არ გაუკეთებია და სკოლებში მათი წარმომადგენლები არ მისულან.
წყარო - mtavari.tv