ქართველი ემიგრანტი, რომელმაც სამსახურში გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა
ქართველი ემიგრანტი, მაკა ზაქარეიშვილი, რომელმაც სამსახურში გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში იყო, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა.
„მაკა, რომელზეც ვითხოვდით დახმარებას, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს... მაკა იყო ძალიან პოზიტიური, სიცოცხლეზე შეყვარებული ადამიანი,“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
ცნობისთვის, მაკა ზაქარეიშვილზე რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ მოულოდნელად, სამსახურში, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა, გონება დაკარგა და იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო - "პრაიმ ტაიმი"