რატომ უქრებათ ქალებს სექსის სურვილი ასაკის მატებასთან ერთად?
ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რატომ უქრებათ ქალებს ასაკის მატებასტან ერთად აქტიური სექსუალური ცხოვრების სურვილი. მათი სიტყვებით, ზოგიერთი თანამედროვე ქალი საერთოდ კარგავს ინტერესს. ექსპერტებმა დააზუსტეს, რომ გარდგა ჰორმონალური მიზეზებისა, გავლენას ახდენს სხვა მიზეზებიც.
ექსპერტები ცდილობდნენ იმ სირთულეების გაგებას, რაც ქალს აქვს მენოპაუზის შემდეგ. გაირკვა, რომ ქალები სასურველობის შეგრძნებას კარგავენ, განიცდიან თავდაუჯერებლობას, აქვთ სტრესი, ხასიათის ცვლილება და ურთიერთობებში კრიზისი.
ამაში ზუსტად რომ დარწმუნებულიყვნენ, მეცნიერება კვლევა ჩაატარეს, რაშიც 4500 მდე შუახნის ასაკის ქალმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა თითქმის ნახევარს სექსუალური ცხოვრება ჰქონდა. კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა თქვა, რომ სექსი უკვე რეგულარულად აღარ ჰქონდა და მაშინაც ნაკლებ სიამოვნებას იღებდა. ზოგს საერთოდ დისკომფორტის შეგრძნებას უჩენდა.
მთავარ მიზეზად კი მკვლევარები პარტნიორის არყოლას ასახელებენ. მათი დასკვნებით, უმეტესობა გამოკითხულთაგან ქვრივი იყო. ამასთანავე მიზეზებად დასახელდა:ჯანმრთელობის მდგომარეობა, ერექციული დისფუნქცია, ფიზიკური ფორმები და მედიკამენტების მიღება.
გამოკითხვის ბოლოს, მხოლოდ 3%-მა იასაუბრა პოზიტიურ სექსუალურ გამოცდილებებზე. ექვს პროცენტმა კი გადაწყვიტა სამედიცინო დახმარებისთვის მიემართა სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
წყარო: anews.ge