თეგებით ძიება

პრეზიდენტობის გეგმები არ მაქვს, რადგან პრეზიდენტი არსებითად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებიდან - ირაკლი კობახიძე

ასეთი გეგმები არ მაქვს, იქიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არსებითად დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებიდან, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას, იქნება თუ არა პრეზიდენტი.

 

ხოლო კითხვაზე, ხომ არ იქნება კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, ამბობს, რომ „ასეთი სპეკულაციები ძალიან ნაადრევია“

„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ძალიან ნაადრევია სპეკულაციები იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია. მას იმის რწმენა აქვს, რომ რაც არ უნდა გადაწყვეტილება გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, ასეთ პირობებში იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება. ამიტომ, დაველოდოთ. ეს პროცედურა ათ დღეში ჩატარდება.

რაც შეეხება პროცედურას, არის 300-კაციანი კოლეგია, ვინც საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს. ამ ყველაფერს შეიძლება თვე, თვე-ნახევარი დასჭირდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი არსებობს. პირობითად, თუ იმპიჩმენტი განხორციელდება ორ კვირაში, ამ შემთხვევაში, დაახლოებით თვე-ნახევარში დასრულდება ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა ახალი წესით. რაც შეეხება სტანდარტულ წესს, როცა პრეზიდენტი ნაადრევად წყვეტს საკუთარ უფლებამოსილებას, ასეთ დროს პარლამენტი აირჩევს. თუ პრეზიდენტი გადადგა და ასე შემდეგ, მოქმედი პარლამენტი ახალი წესით აირჩევს პრეზიდენტს. 300-კაციანი კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა