„ჩვენს პენსიონრებს კბილები რომ დააძრეს, ეს იყო ერთ-ერთი ავტორი.. ეს კაცმაცუნა, პოპულისტი“ – ზარქუა ვაშაძეზე
ეს „კაცმაცუნა,“ ონკოლოგიურ დაავადებულებზე ამბობდა, რომ შავ ხვრელში ხდება ფულის გადარიცხვა, დახარჯვა, დაფინანსებაო. აი, ეს ადამიანი. ახლა ვითომ დიდი გულშემატკივარი გამოვიდა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერის, გიორგი ვაშაძის მისამართით პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა.
„ახლა ვუსმენდით „ნაციონალური ტრაგედიის“ წარმომადგენელს, ბატონ ვაშაძეს, რომელიც ყელმოღერებით…გეგონება დიდი მხარდამჭერი იყოს ან პიროვნების ან სოციალურად დაუცველების.
ეს ადამიანი იყო იუსტიციის მინისტრის მაღალჩინოსანი, როდესაც სწორედ პენსიონერებს სესხი 150%-იანი გაუხადეს. „ღიმილიანი საქართველო“ რომ დაარქვეს და კბილები დააძრეს ჩვენს პენსიონერებს, ეს იყო ერთ-ერთი ავტორი, პოპულისტი, აი, ეს კაცი
„ გაუჭირდა, იმიტომ, რომ თავის პარტიაში 5 კაცით შემოვიდა და ის შემორჩა, რა გვარია? ერთი მსხვერპლი რომ ჰყავს – მანჯგალაძე, დანარჩენი დაიშალა, ახლა გადაბარგდა და „ხაბე“ ჩააჩოჩა.
აი, ეს პოპულისტი და იმ ჯიგარს, ევროპელებს რომ ძარცვავს, ამით უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს. აი, ამათი, ერთმანეთს რომ არ ენდობიან ისეთი ხალხით.
პენსიონერებს, დიახ, უფრო მეტი გვერდში დგომა სჭირდებათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია,“ – განაცხადა ზარქუამ და აღნიშნა, რომ „ამათი დრო წასულია.“