თეგებით ძიება

„20 წელზე მეტია, საპატრიარქოს დაფინანსება 25 მილიონია.. თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა“ - სოზარ სუბარი

„მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს, მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას. 20 წელზე მეტია ეს დაფინანსება 25 მილიონია, ამას ჩვენს პერიოდში დაემატა დაფინანსება, რომელსაც სხვა ტრადიციული რელიგიებიც იღებენ“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა.

 

სოზარ სუბარის თქმით, აღნიშნული თანხები „100%-ით  სწავლა-განათლებისკენ მიემართება“.

„თავის დროზე ეს შეიძლება სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა. მით უმეტეს, რომ მე უკეთესად ვიცი რაში იხარჯება ეს თანხები საპატრიარქოში, მე თვითონ ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში, 100%-ით ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებისკენ.

კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაათმაგდა თანხა, რომელიც სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას და ა.შ. სჭირდება. ხელფასებიც, ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და მართლა მინიმალური ანაზღაურება აქვთ.

იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა დომინაციებზეც და კარგი იქნება, ამ მიმართულებით გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ მართლა გაორმაგებაც კი არაფერი არ არის აქ, იმდენად ცოტა თანხაა“, – თქვა სოზარ სუბარმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა