გორში საფლავების გაქურდვის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გორში საფლავების გაქურდვის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, გორში, კვერნაკის სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა გასული კვირის განმავლობაში ათამდე საფლავი გაქურდეს.