თეგებით ძიება

დადიანზე, სარდაფში ნაპოვნი პირი მოკლული აღმოჩნდა

"დადიანის ქუჩაზე, სარდაფში, ბრალდებულმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს და ადგილიდან მიიმალა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს და რამდენიმე დღის წინ, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ცხედრის პოვნას ეხმაურება.

უწყების ცნობით, პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი,1979 წელს დაბადებული ა.შ. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული," - ნათქვამია განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა