თეგებით ძიება

„პრეზიდენტს არ უნდა ვასამართლებდეთ იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა“ - სალომე ზურაბიშვილი

„პრეზიდენტს არ უნდა ვასამართლებდეთ იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა“ - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის საკითხზე გამართულ პროცესს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კონსტიტუციის დარღვევა რომც დადგინდეს, ამას საზოგადოება ნდობით არ მოეკიდება.

სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, „პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში უუნარო და მთავრობის ნებართვის მძევალი“ იყოს.

„ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტის მიმართ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები. მათ არ ადარდებთ დაირღვა თუ არა კონსტიტუცია. მათი დარდი წმინდად პოლიტიკურია, გაბრაზებულები და განაწყენებულები არიან პრეზიდენტზე. არანაირი ფაქტობრივი, სამართლებრივი არგუმენტები არაა წარმოდგენილი. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში იყოს უუნარო და მთავრობის ნებართვის მძევალი. რომც დადგინდეს კონსტიტუციის დარღვევა, ეს ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში. პრეზიდენტის პასიურობა, ამ კონკრეტულ ვითარებაში, ბევრად უფრო დამაზიანებელი იქნება და იქნებოდა სახელმწიფოსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსისთვის. პრეზიდენტს მოეთხოვება ასრულებდეს ჩვენი წარმომადგენლის როლს და აკეთებდეს ყველაფერს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტს არ უნდა ვასამართლებდეთ იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა