თეგებით ძიება

როგორ აწამა მეგის ქარდავამ ორსული ქალი? - დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენება 15 წლის შემდეგ მისცა

15 წლის შემდეგ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბელა როგავა, მეგის ქარდავას სასამართლო დარბაზში შეხვდა.

დაზარალებული ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. წამების საქმის ოქროს მოწმის დარბაზში გამოჩენა ქარდავასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ბელა როგავამ პროცესზე 2009 წელს მის მიმართ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მეგის ქარდავა მისგან ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებას ითხოვდა.

მისი თქმით, მას იარაღის მუქარით გააღებინეს პირი, რა დროსაც მას კბილი ჩაუმტვრიეს და გაურკვეველი სითხე დაალევინეს. როგორც მოწმემ პროცესზე განაცხადა, ეს ნარკოტიკი, ოპიუმი იყო. გონზე მოსვლის შემდეგ კიდევ ურტყამდნენ და იგი აღნიშნული დაკითხვის დროს პერიოდულად გონს კარგავდა.

„შემოიტანეს ერთჯერადი ჭიქით უფერული სითხე. ძალიან ცოტა. მივხვდი, რომ ეს არ იყო წყალი. გავუწიე წინააღმდეგობა, რა დროსაც მომქაჩა თმაზე ექონიამ. მან იარაღი აიღო, რადგანაც პირი არ გავაღე და ძალით გამაღებინა პირი, რა დროსაც ჩაიმტვრა კბილი და ეს სითხე კბილთან ერთად გადავყლაპე“, - განაცხადა ოქროს მოწმემ.

წყარო - "პრაიმ ტაიმი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა