„გავუშვი იქ სადაც „რუსულ გემებს უშვებენ"...“ - რას წერს გია როინიშვილი?
მსახიობი, გია როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მინი-მარკეტი. რიგში, ჩემს წინ მაღალი, დაკუნთული, ქართული მზით გარუჯული ახალგაზრდა რუსი დგას, იყიდა რაღაც და გამყიდველს ეუბნება:
,,დაიწე ჩეკ"
_ აჰა ქვითარი გამომართვი - პასუხობს გამყიდველი.
- შტო? შტო ტაკოე ,,გამომართვი"?
- რაო? - ეკითხება გაკვირვებული გამყიდველი.
- გავარი პო რუსკი, ტოლკო პო რუსკი, ვსე სდეს დოლჟნი გავარიწ პო რუსკი, დრუგოვა მი ზნაემ.
- ვაიმეე, ყველა ეგეთი პრეტენზიულია, მაგითი ვატყობ რომ რუსია და სხვა არა.. - მეუბნება გამყიდველი.
- რა უნდა? -ვეკითხები მე.
- ჭირი და სიკვდილი.
- ,,ტავარიშჩ".
- და სლუშაიუ - შემომიბრუნდა და დამხედა ზემოდან.
- პაშოლ .......
გავუშვი იქ სადაც ,,რუსულ გემებს უშვებენ" და თვალითაც მივანიშნე გზა... ანთებული , იმედიანი, ოცნებით აღსავსე თვალებით გაიხედა იქეთ საითაც მივანიშნე და შეგრძნება დამრჩა რომ სიამოვნებით წავიდა.....“