თეგებით ძიება

„ვიცი ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზე“ - მამა თეიმურაზ ქორიძის ლექსი, რომელიც მეუღლეს მიუძღვნა

ახალგაზრდა დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე საავადმყოფოში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოათავსეს. მის გადასარჩენად ლოცვისთვის, მთელი საქართველოს გაერთიანდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამა თეიმურაზის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის გონზეა და საუბარიც შეუძლია. გთავაზობთ მამა თეიმურაზის ლექსს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მეუღლეს რუსკა ზაბახიძეს  მიუძღვნა:

,,თუ ოჯახი დაშენებულია სიყარულზე, კედლებად აქვს ერთგულება და იმედად ღმერთი, მაშინ ის ოჯახი არასდროს დაირღვევა, ყველაზე მთავარი ეს არის, უბრალოდ ენდობოდე მას და იცოდე, რომ ის ყოველთვის შენ გვერდით იქნება."

ვიცი ჩემს სიკვდილს ვერ აიტანს შენი სინაზე

და გაციებულ შუბლზე კოცნა გეუცხოება.

ერთადერთ წამად ჩაიქროლებს თვალთა წინაშე

მარტოდენ ცრემლში დატეული მთელი ცხოვრება.

სულს აატირებს მკლავმოკვეთილ დედის წუხილი,

გაყინულ სისხლად მოაწვება დარდი საფეთქელს.

და როგორც მარტი ზამთრის დღეთა გამოძახილი

ეს ჩემი გულიც, შენი გულის ცემით იფეთქებს.

გამოუჩნდება ჩვენს სიყვარულს ბევრი მთხრობელიც,

ბევრი მათგანი აღმოაჩენს კიდეც საერთოს.

სხვა გულის ცემას უმასპინძლებს ქუჩა რომელიც,

ქუჩა რომელიც, მარტო ჩვენი გვეგონა ერთ დროს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა