თბილისში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თბილისში, ,,ვეფხი და მოყმის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე მაშველები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.