უკრაინელმა ჰაკერებმა რუსი პოლკოვნიკის პირადი ელ-ფოსტა გატეხეს
კიბერ-წინააღმდეგობის (KiberSprotyv) უკრაინელმა აქტივისტმა ჰაკერებმა რუსი პოლკოვნიკის, კალუგას ოლქში რუსეთის ეროვნული გვარდიის უფროსის რომან ერშოვის პირადი ელ-ფოსტ გატეხეს. რომან ერშოვი 2022 წელს უკრაინულ ქალაქ პრიპიატში რუსულ შეტევას ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.
ჰაკერებმა რომან ერშოვის პირადი ელ-ფოსტიდან მოიპოვეს, როგორც მისი პირადი ფოტოები, ასევე რუსული თავდასხმების და ომის სამართლის დამრღვევი საომარი მოქმედებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
რომან ერშოვს ლეიტენანტ-პოლკოვკინის თანამდებობა ეკავა, თუმცა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომის მონაწილეობის გამო პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს.