„ვინსან კასელმა მონიკა ბელუჩი გაუშვა და სალომე რა ბედენაა?!" - ლაშა ნაცვლიშვილი
“დიახ, ახლა აღარ მოგვწონს სალომე - ვინსან კასელმა მონიკა ბელუჩი გაუშვა და სალომე რა ბედენაა?!” - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საერთოდ არ მესმის ლოგიკა: ახლა აღარ მოგწონთ სალომე?! დიახ, აღარ მოგვწონს - ცუდად იქცევა და ვშორდებით. ვინსან კასელმა მონიკა ბელუჩი გაუშვა და სალომე რა ბედენაა?!
პ.ს. არადა, ეგეც გიჟდებობდაო... თავის დროზე“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.