თეგებით ძიება
07. 10. 2023 მსოფლიო

ისრაელზე სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო

ისრაელზე ღაზას სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ჰამასის“ ლიდერმა მუჰამედ დეიფმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ახალი ოპერაცია დაიწყო.

„გადავწყვიტეთ გვეთქვა, რომ საკმარისი საკმარისია. მტერი აქამდეც გაფრთხილებული იყო. ოკუპანტებმა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ასობით დანაშაული ჩაიდინეს. ოკუპაციის დანაშაულების გამო ასობით წამებული დაიღუპა. ვაცხადებთ ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ დაწყება და ვაცხადებთ, რომ პირველი დარტყმის ფარგლებში მტრის მიმართულებით 5 ათასი რაკეტა გავუშვით“, – განაცხადა დეიფმა.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე „ტერორისტების ჯგუფი“ შეიჭრა. „ჩვენ თავს დავიცავთ“, – აღნიშნავენ უწყებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა