კადიროვმა თავის 15 წლის შვილს ჩეჩნეთის გმირის წოდება მიანიჭა
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილს, 15 წლის ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა. სოცქსელებსა და მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ადამ კადიროვი გროზნოს საპატიმროში ყურანის დაწვაში ბრალდებულს ცემს. თვითონ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შვილით ამაყობს.
წოდების მინიჭების შესახებ ინფორმაცია კადიროვის გარემოცვის წევრმა, დუმის დეპუტატმა ადამ დელიმხანოვმა გაავრცელა ინფორმაცია. დელიმხანოვმა ადამ კადიროვს სამაგალითო ახალგაზრდა უწოდა.
"ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირი" - უმაღლესი ჯილდოა ჩეჩნეთში. დაჯილდოების შესახებ განკარგულებებს ხელს აწერს რესპუბლიკის მეთაური. ამრიგად, რამზან კადიროვმა თავის არასრულწლოვან შვილს გმირის წოდება მიანიჭა. ჩეჩნეთის გმირის ტიტულის პირველი მფლობელი თავად რამზან კადიროვი იყო, რომელმაც საკუთარი თავის დაჯილდოების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.